ივერიონი / დავით ნარმანია: თბილისში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა ამოქმედდა

დავით ნარმანია: თბილისში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა ამოქმედდა

თბილისის მერია მოქალაქეებისთვის მიცემულ პირობას ასრულებს, რომელიც ახალი ჯანდაცვითი პროგრამების ამოქმედებას ეხება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ მთვარობის სხდომაზე განაცხადა.

 

 ნარმანიას განცხადებუთ,  მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ლეიკემიითა და ონკოჰემატური პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ითვალისწინებს.


 "პირველი პაციენტი უკვე დაფინანსდა და 9 თებერვალს იგი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც მას ძვლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდება. ანალოგიური ოპერაციები, პროგრამის ფარგლებში, ჯამში ყველაზე მწვავე 20 ბენეფიციარს დაუფინანსდება", განაცხადა ნარმანიამ.

4-02-2015, 12:58
უკან დაბრუნება