ივერიონი / ეუთო-ს ხელმძღვანელი ქალაქ დებალცევოში სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

ეუთო-ს ხელმძღვანელი ქალაქ დებალცევოში სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

ეუთო-ს ხელმძღვანელი, ივიცა დაჩიჩი უკრაინის ქალაქ დებალცევოში სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტი" ეუთო-ს პრესცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

 

 ორგანზიაციის ხელმძღვანელის ცნობით, ბრძოლის შეწყვეტა აუცილებელია იმისათვის, რომ მოსახლეობას ქალაქის მშვიდად დატოვების შესაძლებლობა მიეცეს.

"ბრძოლის დროებით შეწყვეტა ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ აღდგეს დიალოგი და მხარეებმა ცეცხლის ხანგრძლივი დროით შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ. მნიშვნელოვანია შესრულდეს მინსკის პროტოკოლისა და მემორანდუმის პირობები", - განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.

4-02-2015, 13:03
უკან დაბრუნება