თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ირაკლი ფირცხალავას და 10 ყოფილი სამართალდამცავის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი ე. წ კორტების საქმეში სხვადასხვა მუხლით წაუყენა.
სასამართლო დარბაზში იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შესვლა ვერ მოახერხეს.
"შეუშვეს მარტო ზონდერ კამანდის წევრები და არა ჭირისუფლები. ეს არის სასამართლოზე ზეწოლა, ნება იბოძონ და დიდ დარბაზში გადაიტანონ ეს პროცესები. 10 წელი იური ვაზაგაშვილთან ერთად ჩვენი ოჯახები სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოდნენ. ჩვენ გადავტეხეთ ნაციონალები ხერხემალში, გადავტეხავთ სამართლიანობის აღდგენას ხერხემალში და ბერძნებს აქვთ ნათქვამი, ქვეყანა რომ დაიქცეს სამართალი უნდა აღდგესო. შვილები მოგვიკლეს, ახლა მამები ეჭიდებიან, შევეჭიდებით მაგრამ სამართლიანობა მაინც აღდგება" - განაცხადა სოსო რობაქიძემ.