ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ირაკლი ფირცხალავასა და 10 ყოფილი სამართალდამცავისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გიორგი ცააძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია აღნიშნულ საქმეში.
"ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. "სპეცოპერაციის" მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით."- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გიორგი ცააძემ მოსამართლის კითხვაზე - თქვენი, როგორც ბრალდებულის უფლებები ხომ არ დაირღვა უპასუხა:"არა, ჩემი უფლებები მანამდე დაირღვა, სანამ ბრალდებულად მცნობდნენ"