საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია. ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში მოქმედი პოლიციელია ბრალდებული. ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თამარ მეფის გამზირზე, N13-ში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ექსპრესცენტრში ერთი შეიარაღებული ნიღბიანი პირი ფილიალში გამთენიისას შეიჭრა და გარკვეული თანხის წაღება მოახერხა.