ივერიონი / კახა ნაკანი: ჩემი ქვეყნისთვის არასდროს მიღალატია

კახა ნაკანი: ჩემი ქვეყნისთვის არასდროს მიღალატია

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული კახა ნაკანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება პროკურატურის პოზიციას, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში გამოძიებას მიემალება. ამის შესახებ ნაკანმა საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე განაცხადა და დასძინა, რომ ამაყია სპეცრაზმში მუშაობით.

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი 1996 წლიდან. ჩემი ქვეყნისთვის არასდროს მიღალატია . მე ვიომე ჩემი ქვეყნისთვის.მე ვამაყობ, რომ  სპეცრაზმში და ამ ბიჭების გვერდით ვმუშაობდი" - განაცხადა სასამართლოზე  კახა ნაკანმა. 

ნაკანის ადვოკატმა სასამართლოსთან იშუამდგომლა და მოითხოვა, რომ ნაკანი დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, თუმცა, თუ სასამართლო აღკვეთის შეფარდებას გადაწყვეტს, ნაკანს შეეფარდოს  5000 ლარიანი გირაო.

პროკურატურა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ცააძეს, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ ლევან ბეროძეს, შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს კახაბერ ნაკანს და მისი ყოფილი მოადგილეს გიორგი გულბიანს, სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრებს: იასონ მილაძეს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, ზურაბ ჯოხაძეს, დავით ალელიშვილს, სოსო ჩაკვეტაიას და ალექსანდრე სანიკიძეს, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც არ არის დაკავებული (ქვეყნიდან არის გასული) პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

4-02-2015, 14:02
უკან დაბრუნება