ივერიონი / ირაკლი ფირცხალავა: ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა

ირაკლი ფირცხალავა: ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა

ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ამ ბიჭებს ვაჟკაცურად შეეწირა, - ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა.


"მთელმა თბილისმა იცის, რომ ხუბულოვს სოდ-ისთვის არაფერი უთქვამს და ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე. მან მოიხადა მოსახდელი და ახლა ღირსეული მოქალაქე და მამაა. მთელს სტრუქტურას ის ორი გარდაცვლილი მირჩევნია, ვაჟკაცურად შეეწირნენ ამ ბიჭებს. ხუბულოვი ვაჟკაცი ბიჭი იყო", - განაცხადა ფირცხალავამ.


როგორც ცნობილია, პროკურატურის ვერსიით, ალექსანდრე ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე ირაკლი ფირცხალავას ძმა ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს და სპეცოპერაციის დროს ირაკლი ფირცხალავამ ამის გამო შური  იძია.

4-02-2015, 14:37
უკან დაბრუნება