მკაცრად ჩავიხედოთ,მართლმსაჯულებაში რაიმე ტიპის რისკი ხომარ არსებობს, ამის შესდახებ არ არსებობს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ანტიკორუფციული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
"სფერო, რომელთან დაკავშირებითაც მე, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს, მაქვს კითხვები, არის მართლმსაჯულების სისტემა. როგორც კი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი შეიცვლება, ჩვენ დაგვჭირდება, მკაცრად ჩავიხედოთ ამ სფეროში, ხომ არ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, რომ იქ კორუფციის დანაშაული აღორძინდეს. იმედი მაქვს, რომ არა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.