ივერიონი / ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. პროცესზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.


დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულს სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

4-02-2015, 15:42
უკან დაბრუნება