აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, მედეა ვასაძის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვების ფაქტი, უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა შეაფასა.
,,არა მგონია რამე უცნაური და მოულოდნელი მომხდარიყოს. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ასე მოიქცეოდნენ. ალბათ ყველას ახსოვს რამდენიმე თვის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები. მათ ჰქონდათ ძალიან კონკრეტული პრეტენზიები, თუმცა ჩემი აზრით, აბსოლუტურად არალეგიტიმური.
ეს ადამიანები ჩემთვის უცხოები არ არიან. ისინი ყოფილი ,,რესპუბლიკელები" არიან და ვიცი როგორ იქცევიან ხოლმე, როცა კრიტიკულ მომენტებში ნერვები ღალატობთ,"- აცხადებს ხიდაშელი.