"საქართველოს გზის" საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ეს მინისტრის საუბარია? რამე თუ იცით, მიიღეთ ზომები და ხალხს თქვენც ნუ აშინებთ "ნაცების" განცხადებებით და მოსალოდნელი საფრთხეებით. თუ დანამდვილებით არ იცით ან თვლით, რომ არაფერიც მოხდება, რაღას ლაპარაკობთ? და საერთოდ ქვეყანაში და რეგიონში, სადაც უამრავი საფრთხე თავს იყრის, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაინიშნოს ხან არა უპრიანი 28 წლის გამოუცდელი მინისტრი და ახლა "დაცვის უფროსი"? ეს ქვეყანაა? თუ დაგვცინიან",-წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დესტაბილიზაციაზე ინფორმაცია ახლაც არის. ამის შესახებ გომელაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.