უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ, "არემჯისთან" დაკავშირებით ფართო საზოგადოებას ღიად დაანახა მისი ლოიალური დამოკიდებულება, რამაც ფართო საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.
"კომპანიას საშუალება მიეცა დაეწყო ისტორიული ძეგლის, საყდრისის აფეთქება ისე რომ არც სასამართლოს გასაჩივრების ვადებს არ დალოდებიან. ამით ხაზი გაუსვეს იმასაც რომ მათვის სასამართლო სისტემის მართლსაჯულების პოზიციას ნაკლები მნიშვნელობას წარმოადგენს, ეს კი მიანიშნა საზოგადოებას რომ სამწუხაროდ, ამ კუთხით შესაძლებელია მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამასთანავე საგულისხმოა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ ლიცერზიის მიღების შემდეგ, ბოლნისის სატყეო უბნის ტერიტორიის 2020 წლამდე განკარგვის უფლება მიეცათ ამ ტერიტორიაზე მოჭრას ხემცენარეები, თუმცა ხელისუფლების მიერ გამოცემული განკარგულებით ვალდებულებაც ეკისრება, რითაც ტყის აღდგენითი სამუშაოები უნდა უზრუნველყოს. რამდენად შეასრულებს კომპანია დაკისრებულ ვალდებულებას მომავალი გვიჩვენებს..???!!!!. ამასთანავე დამატებით "არემჯის" 5 წლით გაუგრძელეს ლიცენზია, ამით ფაქტობრივად ტყეკაფვის უფლება მისცეს რაც მომავალში მძიმე შედეგს მოიტანს ეკოლოგიური მიმართულებით რაც საბოლოვოდ ამ ტერიტორიის უდაბნოდ ქცევის პრესპექტივას შეიძლება წარმოადგენდეს ,რასაც ემატება ქართული ისტორიული მემკვიდრეობის კულტურული საგანძურის საყდრისის მიზანმიმართული ვანდალური ნგრევა და დღემდე სამუშაოების მიმდინარეობა, მითუმეტეს საზოგადოების მაღალი ინტერესისა საქართველოს პარლამენტმა დღემდე ვერ შექმნა შესაბამისი საგამოძიებლო კომისია რომელიც შეისწავლიდა და პასუხს გასცემდა კომპანია არემჯის მიმართ საზოგადოებაში დასმულ კითვებს. ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლების ასეთი მიდგომა ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ არ წარმოადგენდა ქართული საზოგადოების ოცნებას, საზოგადოება იმედოვნებს რომ მომავალი თაობები თავისი სამართლიანად შეფასებასაც მისცემენ განხორციელებულ ქმედებებს - აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.