ივერიონი / ვახტანგ გომელაური: ისინი ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების მპსხვერპლნი გახდნენ

ვახტანგ გომელაური: ისინი ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების მპსხვერპლნი გახდნენ

პროკურატურას მიჰყავს ეს საქმე, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველას დაკავება მოხდება. სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები  მათი  ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ, განცხადება ამის შესახებ ვახტანგ  გომელაურმა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის კომენტირებისას გააკეთა.


"მოგეხსენებათ, პროკურატურას მიჰყავს ეს საქმე. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, დააკავეს. გამოძიება გრძელდება და თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასევე მოხდება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხება სპეცრაზმელებს, რა თქმა უნდა, გვქონდა ინფორმაცია, რას აპირებდა პროკურატურა. რომ გითხრათ, არ გვქონდა და ისინი ისე გავათავისუფლეთ სამსახურიდან-თქო, ტყუილი იქნება. პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მომხდარიყო მათი დაკავება, ამიტომ მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან სპეცდანიშნულების ბიჭები მსხვერპლნი გახდნენ მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების. ეს ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

5-02-2015, 11:38
უკან დაბრუნება