როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა მდინარე მაშავერას დაშრობასთან კომპანია RMG-ს სამუშაოებს კავშირი არ აქვს და წყალაღების უფლება მხოლოდ მელიორაციის კომპანიას აქვს.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს და ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ. მდინარე მაშავერაზე არის დაშრობა, მაგრამ ამას კომპანია RMG-სთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან წყალაღების უფლება აქვს მელიორაციის კომპანიას. იქ ასევე არის მცირე ჰესი. მოხდება შესწავლა, რამ გამოიწვია წყლის დონის შემცირება და ამის შესაბამისად, შესაძლოა, ჯარიმა დაუდგინდეთ. შესაბამისი რეაგირება იქნება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას RMG -სთან კავშირი არ აქვს", - აღნიშნა ხოკრიშვილმა.