საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დასრულდა დისკუსია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტზე, რის შემდეგადაც შედგება სამინისტროში ჯგუფი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაგროვილ შემოთავაზებებს და იდეებს შეაფასებს და საბოლოო პროექტს უკვე მომდევნო დღეებში საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
"რა თქმა უნდა, დანაშაული უნდა ისჯებოდეს, თუმცა ბავშვის შემთხვევაში ამ კოდექსის მთავარი აზრი არის ის, რომ ბავშვს მართლმსაჯულება ექცეოდეს როგორც ბავშვს და აძლევდეს გამოსწორების შანსს. ბავშვს არ უნდა ასამართლებდნენ დიდების მოსამართლეები. ჩვენ უნდა გვყავდეს ასევე არასრულწლოვანთა პოლიციელები და გამომძიებლები. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არჩევანზე და აღმზრდელობით მიდგომაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.