"ქართველმა ყოველდღიურად რუსების სადღეგრძელო არ უნდა დალიოს",-განცხადა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.
youtube-ზე გავრცელებული ვიდეომასალა საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. კულტურის მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილე იური მეჩითოვი ირონიით და დაცინვით ლაპარაკობს მეგრელებზე, გურულებზე. ხოლო აჭარლებს ყოველდღე რუსების სადღეგრძელოს დალევისკენ მოუწოდებს, რადგან რუსეთ-თურქეთის ომის დრო საქართველოს აჭარა რუსეთმა შეუნარჩუნა.
ამ ვიდეოს შესახებ მინისტრი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა რომ, იური მეჩითოვს ძალიან კარგი იუომორის გრძნობა აქვს.
გურამ ოდიაშარიამ კიდევ ერთხელ წარუდგინა მედიას თავისი მოადგილეები და მათ მიღწევებზე ისაუბრა. იური მეჩითოვის მთავარ ღირსებად კი მისი იუმორი და მენეჯმენტის უნარი დაასახელა.