ივერიონი / ეკა ბესელია ნანუკა ჟორჟოლიანს უპირისპირდება

ეკა ბესელია ნანუკა ჟორჟოლიანს უპირისპირდება

ეკა ბესელია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს საკუთარი "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს, რომ ის, რაც გავრცელდა ამაზრზენი ტყუილია. 

„როგორ უნდა უპასუხო იაფფასიან, მოგონილ სიცრუეს? არ უნდა უპასუხო, არც ვპასუხობ, როცა მე მეხება, მაგრამ ჩემს გამო, როდესაც შვილს უკვე მერამდენედ ესხმიან თავს, წამებენ ცილს და აყენებენ ტრამვას, ამაზე არ ვაპირებ გაჩუმებას და არც პატიებას.

ახლა ვნახე ნანუკა ჟორჟოლინის მედია საშუალებით მომზადებული ცილისმწამებლური და მოგონილი სიუჟეტი 

ცხადია სადაც დაიგეგმა და ვინც მოიგონა ეს ამაზრზენი, სასაცილო ტყუილი, მაგრამ კეთილი ინებეთ და ახლა მიპასუხეთ ამ კითხვაზე ამ სიცრუის გამავრცელებლებო და ავტორებო

1. სად არის ე.წ დაშავებული ადამიანი? რატომ არ არსებობს ასეთი პერსონა? 

2. როდის მოხდა ეს მოგონილი ფაქტი, რატომ ვერ ასახელებთ დროს?

3. რატომ ამოიღეთ სიუჟეტიდან თავად დათო ბუკიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ტყუილია, მას არავითარი კონფლიქტი არ ქონია , არავის მისთვის ზიანი არ მიუყენებია და არც უნახავს მთელი თვეა ჩემი შვილი

4. რატომ არ არის ამ მოგონილ სიუჟეტში ჩემი კომენტარი როდესაც ვეკითხები ჟურნალისტს ვინ დაჭრეს თუ ვინ დაშავდა და მეუბნება რომ არ იცის?

5. რატომ არის გადაღებული ბუკიას ფარული კადრები არაკორექტული სახით (ადამინი ტანსაცმელს იცვლის)

6. რატომ არ არის არც ერთი თვითმხილველი ვინც იტყოდა რომ რაიმე ინციდენტი მოხდა?

7. რატომ დამალეთ სიუჯეტში რომ მირგატია არ არის არაფრის თვითმხილველი და ყვება ვიღაცის მონაყოლ ამბავს? (მე დავურეკე ამ სიუჯეტის ნახვის შემდეგ მირგატიას და ვკიტხე რა მოხდა, რა ნახა და მითხრა, რომ არაფერი იცის და ვიღაცის მონაყოლი თქვა ისიც არა ჯურნალისტთან. 

8. რატომ დამალეთ რომ კომენტარს აკეთებინეთ კონკრეტულ მოგონილ ფაქტზე ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის ერთ–ერთ ოდიოზურ ხელ–ს ცხვიტარიას?

9. რატომ აკავშირებთ ამ მოგონილ ფაქტს ფოთის ყოფილს მერთან სარსანიასთან ? იმიტომ ხომ არა რომ მას აქვს ჩატარებული სწორედ ისეთი კორუფციული ტენდერები, რომელზეც დიდი ხანია ვითხოვ გამოძიების ჩატარებას და გარკვევას ვინ იყო ჩართული ამ კორუფციულ საქმეებში? 

10. როგორ მოხდა რომ მირგატია სწორედ ხსენებული სარსანიას მეგობარია და მისი დანიშნულია, საეჭვოდ შექმნილ ერთ ერთ ,,აიპ,,–ში? ხომ არ არის დამთხვევა ამ ყველაფრის სწორედ იმ ამბავთან რასაც ყვება ამ სიუჟეტში მარინა ღლონტი სარსანიას დასაცავად, რომ თურმე გამოძიება მიმდინარეობს ტენდერების თემაზე? აქვე ცნობისთვის მარინა ღლონტი (ვინც ამ სიუჟეტში იცავს სარსანიას–ნაციონალი ცხვიტარიას უახლოესი ნათესავია)

11. ეს მოგონილი და უნიჭოდ დადგმული ,,ისტორია,, ხომ არ ემსახურება იმ მიზანს რომ კორუფციული ტენდერები რომელიც ვამხილე საჯაროდ ფოთის ყოფილი ხელ –ი პირების მერ ჩატარებული გახდა გამოძიების ინტერესის საგანი? ნუ დაგვავიწყდება რომ სარსანია ახალიას დროის კუდის უფროსი გახლდათ. ახლა კი ცდილობს თავი აღიდგინოს მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საიტერესო დამთხვევებია?!!

12. და ბოლოს 

მივმართავ მათ ვინ ეს უნიჭობა და სიბინძურე დაგეგმა –რასაკვირველია ბოლომდე მივყვები იმ კორუფციულ ფაქტებს, რომელსაც ქონდა ფოთში ადგილი და არ მოვეშვები რომ გამოაშკარავდეს ვინ იყო ჩათული ამ საქმეებში. ამავე დროს მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობს გადაფაროს ეს რეალობა და მორიგი იერიში მიიტანოს ჩემ შვილზე–

არ ვაპირებ ვაპატიო ვინც ამ უზნეო მეთოდებს მიმართავს და კარგად ვიცი როგორც იურისტმა სამართლებრივად რა ქვია ამ ქმედებებს და როგორ უნდა მოხდეს კანონიერი რეაგირება. 

ამას გავაკეთებ იმისთვის ,რომ სხვები დავიცვა მსგავსი უზნეობისგან!“-წერს ბესელია.

 

5-02-2015, 16:58
უკან დაბრუნება