ივერიონი / ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხი ეკა ბესელიას

ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხი ეკა ბესელიას

 

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფრეშნიუს-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

" ქალბატონო ეკა, გიპასუხებთ! 1. ამ თემას გვიყვება კოალიციის წევრი! შესაბამისად მოგონილი ვერ იქნება. 2. თქვენი კომენტარი, რომ ეს მოგონილია არის სიუჟეტში! 3.რატომ ვაჩვენეთ ფინანსური პოლიციის უფროსი? იმიტომ რომ გვანახა რომ არაა დაჭრილი, მაგრამ დაგვიდასტურა, რომ შეხვედრა რესტორანში იყო თქვენ შვილთან! თუ სიტყვა ჭორი გაიგეთ , გაიგებდით რომ რესტორანში ყოფნას გვიდასტურებს! რაც შეეხება უზნეობას! უზნეობა რა არის ამას ხალხი გადაწყვიტავს! მაინც რომ იცოდეთ, მოგონილია ამბავი როდესაც ჟურნალისტი მას რესპოდენტის გარეშე ყვება. როდესაც რესპოდენტები და თან, თქვენი გუნდის წევრები ყვებიან ამბავს ის მოგონილი არაა! წარმატებები თქვენს "სიმართლეში". მე არასოდეს ვიტყუები. არავისთან თან. საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის მიგრანტია:) ამ სიუჟეტით გავიგე. ხაზზე მე არ ვარ. ჟურნალისტმა, რომელმაც ჩაწერა მას დაურეკა"-ამბობს ჟორჟოლიანი.

 

5-02-2015, 18:40
უკან დაბრუნება