ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით თამაზაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სამმართველოს უფროსის მოვალეობას კი მისი მოადგილე ლევან ხარაბაძე შეასრულებს. დავით თამაზაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლის 19 თებერვალს ვალერიან თელია ჩაანაცვლა. სავარაუდოდ, თამაზაშვილს თბილისის ერთ- ერთი რაიონის სამმართველოს უფროსად გადაიყვანენ.