ივერიონი / სააკაშვილი ბელგიაში სიტყვით გამოვა.

სააკაშვილი ბელგიაში სიტყვით გამოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.


მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში სხვადასხვა დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის  დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან  და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან.


სააკაშვილი  კარნეგის ცენტრში სიტყვითაც გამოვა. იგი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს მიმოიხილავს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.


ბელგიაში ჩასვლამდე საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში იმყოფებოდა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

13-11-2012, 15:54
უკან დაბრუნება