ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება?

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება?

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, რადგან ქართველები ისეთივე თავისუფლების მოყვარული ხალხია, როგორიც უკრაინელები. 

 

"არანაირ რუსულ სცენარზე საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ შესანიშავად ვიცით, რუსეთი ისედაც საქართველოს შიგნით ზის, აქვს გარკვეული ძალა და დარჩენილ საათებს თავის სასარგებლოდ იყენებს. ამიტომ, მე და ჩემი გუნდის წევრები, რომლებიც უკრაინაში მოღვაწეობენ, საქართველოში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და სიტუაცია გამოვასწოროთ" - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული "მეხუთე არხის" ეთერში.

 

სააკაშვილის მოსაზრებით, ქართველებმა "რუსი მილიარდელი" იმიტომ აირჩიეს, რომ მათ უკეთესი ცხოვრება უნდოდათ, თუმცა ახლა იმასაც კარგავენ, რაც აქვთ.

 

"საქართველოში არ იყო დანაშაული, არ იყო კორუფცია, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დაბრუნდა ისე, როგორც ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხდება. ასე რომ საქართველო კვლავ ჰგავს პოსტსაბჭოთა ქვეყანას. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ქართველმა ხალხმა გაიგო, გააცნობიერა, ნახა როგორ უნდა იცხოვრო სხვანაირად. რაც რუს მილიონერს მისცა ხმა ხალხმა, საქართველო პირველად აღმოჩნდა იზოლაციაში. თუმცა ხალხმა ჩეულებრივი არჩევანი გააკეთა, აირჩია რუსი მილიარდელი, რომელმაც უთხრა რომ თქვენ დაჯექით, არაფერი გააკეთოთ და მე გამოგკვებავთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკეთესი ცხოვრება არ გამოვიდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

5-02-2015, 19:51
უკან დაბრუნება