ივერიონი / ყოფილი სპეცრაზმელების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

ყოფილი სპეცრაზმელების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ცააძისა და ყოფილი სპეცრაზმელების ადვოკატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აქამდე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრებას არ აპირებდნენ, თუმცა მოსამართლის განჩინების გაცნობის შემდეგ, პოზიციები შეცვალეს და სააპელაციო სასამართლოში შესატანად, ისინი სარჩელის მომზადებას იწყებენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე და სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები 2006 წელს თბილისის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ახალგაზრდის მკვლელობაში არიან ბრალდებული. სასამართლომ მათ ორი დღის წინ შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, საკონტროლო გასროლა სწორედ გიორგი ცააძემ განახორციელა.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს განჩინება სათანადოდ არ არის დასაბუთებული პატიმრობის აუცილებლობა.

 

6-02-2015, 12:26
უკან დაბრუნება