ქართველი დეპუტატები ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრნენ, წასვლის ხარჯები კი ბიუჯეტიდან დაიფარება. სწორედ ამ მიზეზით, პარლამენტში სხდომა დღეს აღარ გაიმართება. საქართველოს დელეგაცია 13-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.
გუნდში 8 მოთამაშეა და ის ძირითადად უმრავლესობით არის დაკომპლექტებული. მოთამეშეთა შორის ორი "თავისუფალი დემოკრატია." ნაციონალურმა მოძრაობამ მონაწილეობაზე უარი თქვა.
დეპუტატებისაგან შემდგარ საფეხბურთო გუნდში შედიან: ზაქარია ქუცნაშვილი, ლექსო თამაზაშვილი, ზურაბ ზვიადაური, გაგა კახიანი, თემურ ფეიქრიშვილი, სოსო ვახტანგიშვილი, თემურ მაისურაძე, დავით ლორთქიფანიძე და შოთა ხაბარელი.
ფეხბურთის სათამაშოდ ასევე გაემგზავრნენ ვიქტორ დოლიძე და გია ცაგარეიშვილი.