გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გორის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდა.
მერის განცხადებით, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ხელისუფლებას აღნიშნული ობიექტის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს.
"ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ულტიმატუმით მოვიდნენ და ითხოვენ ისეთი ნებართვის მიცემას, რისი უფლებაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ პრეტენზიები აქვთ ობიექტის მეპატრონესთან, სწორედ მასთან უნდა სცადონ ურთიერთობის გარკვევა. ჩვენ ნამდვილად ვერ მივცემთ გარევაჭრობის ნებართვას, მით უფრო, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ობიექტი, სადაც გორის ცენტრალური ბაზარი იყო განთავსებული, კერძო საკუთრებას წარმოადგენს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოვაჭრეთა ამ შეკრების უკან, გარკვეული დაინტერესებული პირები ან ძალები იდგნენ", - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.