"თბილისის მერია ტაქსებისათვის ლიცენზირების შემოღების საკითხზე მუშაობს"- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე ავრცელებს. პარტიის ლიდერის განცხადებით, ლიცენზიის წლიური ღირებულება 1000 ლარზე მეტი იქნება.
"ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე არავისთვის არ არის უცხო რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითასაქმებულია და სწორედ ტაქსაობით შოულობს ლუკმა პურის ფულს და არჩენს ოჯახს. ივანიშვილ- ღარიბაშვილის ხელისუფლებამ როგორც სჩანს, მოინდომა ისედაც ჩვენს გაღატაკებულ მოსახლეობას კიდევ დამატებითი ფინანსური პრობლემები შეუქმნას, რითიც ადამიანებს ფაქტიურად არსებობის საშუვალებას უსპობენ. არ არის გამორიცხული ხელისუფლებასთან დაახლოვებული კომპანიები მოგვევლინონ მონოპოლისტებად და ხალხის ხარჯზე ისედაც გაზულუქებულმა ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამატებით მილიონები იშოვონ"-აცხადებს გიორგი ლაღიძე.
პარტიის ლიდერი, მოუწოდებს დედაქალაქის მერს და ამ იდეის ავტორებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ხალხისათვის საზიანო საკითხზე მუშაობა. მისი თქმით, თუ დედაქალაქის მერი ამ საკითხზე საჯარო განმარტებებს არ გააკეთებს პარტია დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციას დაიწყებს.