ივერიონი / რატომ არ აპირებ ენის ამოკერვას თინა ხიდაშელი?

რატომ არ აპირებ ენის ამოკერვას თინა ხიდაშელი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას არ აპირებს.
ამ თანამდებობაზე კანდიდატად თინა ხიდაშელი საინიციატივო ჯგუფმა  "კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგამ" დაასახელა.
"მე აქტიური პოლიტიკოსი ვარ და არ ვაპირებ ენის ამოკერვას და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ენა უნდა ამოიკეროს და მეორე, ძალიან სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი იქნება, თუ ხელისუფლების ორი შტო ერთი ოჯახიდან იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი წელი მაქვს წინ იმისთვის, რომ ისეთი სამსახური დავიწყო, სადაც უნდა დავდუმდე, მანტია ჩავიცვა და მხოლოდ სასამართლო დარბაზში ვილაპარაკო. საამისოდ ახალგაზრდა ვარ," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

6-02-2015, 16:33
უკან დაბრუნება