ივერიონი / გურამ ოდიშარია: კულტურის სფეროში დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა!

გურამ ოდიშარია: კულტურის სფეროში დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა!

"ჩვენც მივცემთ მათ ფულს, მაგრამ არ ჩავერევით მათ საქმიანობაში",-განაცხადა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.

 

გურამ ოდიშარიას განცხადებით, ყოველთვის არსებობდა დაპირისპირება კულტურის სამინისტროსთვის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის. "ჩვენ მივცემთ მათ დამოუკიდებლობას, არ ჩავერევით მათ საკადრო პოლიტიკაში და მათ შემოქმედებით საქმიანობაში. თვითონ დანიშნონ ხელმძღვანელები.


"სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ზოგიერთ ორგანიზაციაში არსებობს ორხელისუფლებიანობა. მხედველობაში მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი. ჩვენ მათ დავაფინანსებთ, მაგრამ არ მივუთითებთ თუ რომელი სპექტაკლი დადგან ან არ დადგან. მაგრამ ყოველთვის დავინტერესდებით, მდგომარეობის გამწვავების შემდეგ კი აუცილებლად ჩავერევით",-განაცხადა კულტურის მინისტრმა.


ოდიშარიას განცხადებით, კანონმა უნდა უზრუნველყოს კულტურული ორგანიზაციების დამოუკიდებლობა. ხოლო რეჟისორების პირადი დაპირისპირების გამო თეატრი არ უნდა დაზარალდეს.

13-11-2012, 16:04
უკან დაბრუნება