სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლადო ბედუკაძე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის დისშვილი აღმოჩნდა. როგორც წყარო იტყობინება, სწორედ გომელაურის ინსტრუქტაჟით მოქმედებდა ბედუკაძე ციხის კადრების გადაღების დროს.
აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ეხმაურება და აცხადებს, რომ ლადო ბედუკაძე ვახტანგ გომელაურის ნათესავი არ არის.
"ადგილი აქვს მცდელობას რომ გავცრელდეს ცრუ ინფორმაცია რომ თითქოს ლადო ბედუკაძე არის ვახტანგ გომელაურის ნათესავი, ეს არის ტყუილი! და დეზინფომაციის გავრცელებას ცდილობენ. მადლობა მედიასაშუალებებს რომ ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას არ ახდენენ!", - აცხადებენ უწყებაში.