ივერიონი / ვისზე აქვს ეჭვი კიწმარიშვილის საქმეში გამოძიებას?

ვისზე აქვს ეჭვი კიწმარიშვილის საქმეში გამოძიებას?

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოიკვეთნენ კონკრეტული ადამიანები, რომელთა მიმართაც კითხვები გაჩნდა. ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა, ქალაქის პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ადამიანები, რომლებზეც საუბრობს, აქამდე საერთოდ არ ფიგურირებდნენ საქმეში.

"დღეს მოვედით პროკურატურაში, რომ მივიღოთ ინფორმაცია, გამოძიებამ რა დაადგინა ამ ადამიანებთან მიმართებაში და რა ახალ ინფორმაციას ფლობენ ისინი ამ კუთხით. ვისურვებდი, რომ პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს. დღეს მოვითხოვთ მეტ კონკრეტიკას", – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

ზურან კიწმარიშვილი თბილისის პროკურატურაში ოჯახის ადვოკატთან ერთად მივიდა.

 

6-02-2015, 18:18
უკან დაბრუნება