ივერიონი / თეა წულუკიანი:კბილაშვილი უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რა აფერხებდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას

თეა წულუკიანი:კბილაშვილი უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რა აფერხებდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნასთან დაკავშირებით საუბრობს, წულუკიანი აღნიშნავს, რომ პროკურატურის სხვადასხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ, თუ რატომ ვერ შეძლეს ამ საქმის გამოძიება. 


"სწორ გზაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ღონეს ახმარდა ამ საქმის გახსნას. მანამდე რატომღაც არ იყო შემთხვევა. თქვენ იცით, რომ მე არ გახლავართ პროკურატურის ხელმძღვანელი და თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები, ამაზე ალბათ, პროკურატურის სხვადასხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ. თავის დროზე ბატონი კბილაშვილი, ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას თუ რატომ ვერ შეძლო მან იმის გაკეთება, რაც სექტემბრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. თუმცა ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, გარკვეული წინაღობები იყო. ეს წინაღობები პროკურატურამ გადალახა. ბატონმა იურიმ ამის შესახებ იცოდა", - განაცხადა წულუკიანმა.

 

7-02-2015, 08:11
უკან დაბრუნება