რომელი პარტიის წევრც არ უნდა იყოს ადამიანი, დაუშვებელია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაიჩაგროს, ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წეევრი გია ვოლსკი "რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას "კვირას" პრესკლუბში გამოეხმაურა.
"თუ ასეთი პრეტენზია არსებობს და ასეთი რამ ხდება, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ასეთი არასწორი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა, შეუძლია, პირადად მე ან ჩემს კოლეგებს მოგვმართოს. რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს ადამიანი, დაუშვებელია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაიჩაგროს. თუმცა, მეორე მხრივ, დაუშვებელია, პოლიტსაბჭოზე განსახილველი თემა ასე გამოიტანო. ეს აჟიოტაჟის გარდა არაფერს წარმოშობს. შეიძლება, რომელიმე ადგილზე ერთი-ორმა ადამიანმა ინიციატივა გამოიჩინა და არასწორად იმოქმედა. თუ ვინმემ შეცდომა დაუშვა და შენიშვნას იმსახურებს, ამისთვის არსებობს პოლიტსაბჭო, სადაც მსგავს საკითხებზე მსჯელობენ და შემდეგ აკეთებენ ასეთ ხამამაღალ განცხადებებს", - განაცხადა ვოლსკიმ.