ივერიონი / ლია მუხაშვრია: ყველა კანდიდატი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს

ლია მუხაშვრია: ყველა კანდიდატი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს

არასამთავრობო ორგანიზაციები "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" და "იურისტ ქალთა კავშირი" უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ოთხ კანდიდატურას უწევს ლობირებას, ესენი არიან:  ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი, ნუნუ კვანტალიანი და მადონა  ღიბრაძე.- ამის შესახებ "ივერიონს" უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა. 

" იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლს სასამართლო რეფორმისა და მართლმსაჯულების ხელისუფლების ჩამოყალიბებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს თამჯდომარე იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიუკერძოებელი, პროფესიონალი და მტკიცე ადამიანი. ჩვენ ეს ქალბატონელბი შევარჩიეთ იმ ნიშნით, რომ მათ აქვთ როგორც მოსამართლეებს ძალიან კარგი გამოცდილება. დასახელებული კანდიდატებიდან, სამი იყო უზენაესი სასამართლოს წევრი,  ქალბატონი მადონა ღიბრაძე კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შემდგომ მუშაობდა პროკურატირაში გენინსპექციის უფროსად. ეს ქალბატონები არიან ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები. მათ თავიანთი პროფესიული ბიოგრაფიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ არიან შეუვალი, დამოუკიუდებელი და მიუკერძოებელი პროფესიონალები. გარდა ამისა, არის  ასევე დამატებითი, თუმცა არცთუ უმნიშვნელო ნიშანი; არის ხელისუფლების სამი შტო, ორის პირველი პირი გახლავთ მამაკაცი და ძლიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ქალებმა დაიკაონ უმაღლესი თანამდებობები და საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ქალი შესაძლოა უკეთესი ხელმძღვანელი პირიც კი იყოს",-აცხადებს მუხაშავრია. ხოლო რაც შეეხება წარდგენილ სხვა კანდიდატებს, მუხაშავრია შეფასებისგან თავს იკავებს.

"მე არ მაქვს დასახელებული კანდიდატების სრული  სია და ამიტომ წინასწარ გამოჭირდება რაიმეს თქმა. მიხარია, რომ პრეზიდენტმა ასეთი საჯარო კონკურსი გამოაცხადა, ამ პროცესებში არის ჩართული მედია, აქტიურად აშუქებს ამ პროცესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება საჯარო განხილვები.  სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ჩვენი სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ მართლმსაჯულების სისტემის სათავეში არ გვეყოლება ჭეშმარიტად ძალიან კვალიფიციური თავმჯდომრე. ამიტომ  ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ფართოდ უნდა გაიშალოს და ის კანდიდატები რომლებიც დასახელდნენ, უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ მათი პირადი და პროფესიული ბიოგრაფიიდან ადამიანები დაინტერესდებიან, დასვამენ კითხვებს და ყველა კითხვაზე პასუხიც გაცემული უნდა იყოს".

7-02-2015, 17:11
უკან დაბრუნება