ივერიონი / რატომ გაცივდა "თელასის" "ცხელი ხაზი"?!

რატომ გაცივდა "თელასის" "ცხელი ხაზი"?!

"იმ შემთხვე3ვაში, თუ მომსახურე კომპანიის თანამშრომლები არღვევენ თავიანთ მოვალეობებს და არ რეაგირებენ თქვენს საჩივარზე, შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურე კომპანიის საჩივრებზე რეაგირების სამსახურს, ან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს" – ვკითხულობთ სს "თელასის" მიერ გამოწერილი ქვითრის მეორე გვერდზე, რომელიც მომხმარებელთა საყურადღებოდაა ჩაწიკწიკებული.


აღნიშნული ტექსტის კითხვისას შთაბეჭდილება გრჩება, რომ "თელასი" ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში მკაცრად მოკითხავს თავის თავნება და უტიფარ თანამშრომლებს.


თუმცა, აქ უფრო გულგრილობასა და სრულ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე, თავნებობასთან და უტიფრობასთან.


ზოგადად ნათქვამი რო არ გამოგვივიდეს, აღნიშნული კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია განვიხილოთ. "ივერიონის" ოფისში მოულოდნელად შუქი გამოირთო. როგორც წესი, ამ დროს "თელასის" ცხელ ხაზზე რეკავენ ხოლმე. ჩვენც ასე მოვიქეცით: ავკრიფეთ ქვითარზე მითითებული "ცხელი ხაზის" ტელეფონის  ნომერი 2 77 99 99 და დიდ ხანს ველოდით ოპერატორის სასიამოვნო ხმის გაგონებას – "თელასი" გისმენთ! მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ – რეაქცია ნული. ასევე ვცადეთ "თელასის" საინფორმაციო მითითებულ ნომერზეც (2 77 99 77) დარეკვა. თუმცა, აქაც სამარისებული დუმილი.


სამწუხაროდ, იგივ3ე მდგომარეობა "თელასის" ბიზნეს – ცენტრებშიც. იქ არათუ ტელეფონს არ პასუხობენ, არამედ, თავიანთი თავხედობითა და უყურადღებობით "გვაწონებენ თავს".
"თელასი" საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის, მათი მომსახურება საჩუქრად ჩავთვალოთ. პირიკით, თუ დავალიანების გადახდას ერთი საათი დააკლდა, უცებ ჩაგაბნელებენ. აქ მარტო მომსახურების უკულტურობასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ, მომხმარებელთა ინტერესების სრულ იგნორირებასთან. სამწუხაროდ, მომხმარებელთა ინტერესების ჭეშმარიტი დამცველი ჯერჯერობით არ ჩანს. ამ ვალდებულებას არც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე და არც სოკოებივით მომვრალებული არასამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებლის უფლებები.


ხშირად გვსმენია, რომ "თელასი" აუღებელი ციხე-სიმაგრეა. თუმცა, თუ მოვინდომებთ აუღებელი ციხე – სიმაგრე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დღემდე მოურჯულებელი "თელასი" მოვარჯულოთ!


ისე, კაცმა რომ თქვას, ძნელია გატყავებდნენ და ყველაფერი იობის სიმშვიდით ითმინო.

13-11-2012, 21:09
უკან დაბრუნება