ივერიონი / რამზან კადიროვის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

რამზან კადიროვის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

"მთელი რუსეთის დაპყრობა ვერასდროს ვერავინ შეძლო და მითუმეტეს, ვერ შეძლებს სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც უკანმოუხედევად გაიქცევიან კანადის საზღვრისკენ რუსეთმა ერთხელ ფეხები რომ დაუბაკუნოს"- ასე ეხმაურება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთის დაპყრობა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ 24-თან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლია, მაგრამ ამაში მათ ხელს ის უშლის, რომ უკრაინის არმიას მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა აქვს.

 

8-02-2015, 00:07
უკან დაბრუნება