საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს, ამის შესახებ როჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა "შეხვედრები მწერალთა სახლში" სტუმრობისას ისაუბრაა.
"საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე მიზანმიმართული შეტავა მიმდინარეობს. ძირითადი პლაცდარმი უკრაინაშია. მე არ ვიცი რა განაპირობებს, იმ აბსურდულ უგუნურებას, რასაც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლევა სჩადის და განსახკუთრებით იმ ძალების დახმარებით, რომელიც სააკაშვილის ლეგიტიმაციას საქართველოში და მთელს მსოფლიოში ცდილობენ. სხვანაირად გაუგებარია ეს კრიმინალების ჯგუფი უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში როგორ ხვდება. ხელმოცარული და უსაქმური ადამიანები, ისეთი რეფორმატორები არიან როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი. სულ წაუყვანიათ ბოკერია რამიშვილიანად მთელი "ნაციონალური მოძრაობა" . მე უკრაინა მეცოდება, გულით მიყვარს ეს ხალხი", - განაცხადა ხაინრავამ.