"ივერიონისთვის" სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ გუშინ, 12 ნოემბერს სს "თელასის" გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
"ჩვენ მანუკიანმა დაგვპირდა რომ დღეს შეგხდებოდა და იმ შეუსრულებელ პირობებზე პასუხს გაგვცემდა, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, როცა ჩვენ, ტელეფონზე ვესაუბრებოდით და შეხვედრის დროს ვათანხმებდით, ის უკვე საქართველო_სომხეთის საზღვართან იმყოფებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ამ დროისთვის სასომხეთში იმყოფება".
ასევე "ივერიონი"სთვის გახდა ცნობილი, რომ ხვალ 14 ნოემბერს დილის ცხრა საათზე სს "თელასის" დათხოვილი თანამშრომლები აქციების განახლებას აპირებენ და იმ მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ, რომელიც მათ ადრე წამოაყენეს.
ჩვენთან საუბრისას "თელასის" ერთ_ერთი ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავს: "საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და დარწმუნეს იმაში, რომ რადგან შევწყვიტეთ აქციები, ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. არადა, დათხოვნილი თანამშრომლებიდან არცერთი არაა აღდგენილი სამსახურში. ამიტომაც, ჩვენ ხვალ დილის ცხრა საათიდან აქციების გამართვას და შიმშილობას ვაპირებთ".
შეგახსენებთ, რომ სს "თელასიდან" დათხოვნილი თანამშრომლები რამდენიმე დღის მანძილზე აქციებს ცენტრალურ ოფისთან მართავდნენ.