116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი დავით ფერაძე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
„ღია წერილებმა ერთობ მოდური სახე მიიღო, მაგრამ სიტუაციამ და გარემომ მოიტანა ასე და, რა ვქნათ.
თქვენზე ამბობენ, სინამდვილეში, კულუარებიდან მართავს ქვეყანასო; ზოგი ამბობს, არ მართავს, მაგრამ დიდი გავლენა აქვს მთავრობაზეო. თავად მთავრობის მეთაურმა ასე თქვა, ივანიშვილის რჩევას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო... რომელი მათგანიც არ უნდა იყოს სწორი, სულ ერთია, მაინც მართებულია, რომ ამ მიმართვის ადრესატი ამჯერად თქვენ იყოთ.
თქვენამდე მინისტრ სანიკიძესაც მივმართე, მერე პრემიერ ღარიბაშვილსაც, მაგრამ რად გინდა, ამ მიმართვებს ის შედეგი მოჰყვა, რომ მე, როგორც პედაგოგი, დევნის ობიექტად ვიქეცი.
ვებღაუჭები იმედს, რომ მთლად არარეალური არ იყო თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლამდელი დაპირებები. მაპატიეთ, თქვენც კი ამბობდით, მესიად არ ჩამთვალოთო და არც ჩამითვლიხართ, მაგრამ იმედი ნამდვილად მქონდა. ამ იმედებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა - ნაცების მოძალადე რეჟიმი დაემხო, თუმცა საკითხავია, ბოლომდე დაემხო თუ არა. ნაცტერორი და წინა რეჟიმების დროს "პილოტირებული" მეთოდებით ბრძოლა რომ გრძელდება, ამის მაგალითი გახლავართ მე და იმ სკოლის დირექტორი, სადაც ვმუშაობ.
ვისი ხელით ებრძვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სანიკიძე არასასურველ და "გასაფუჭებელ" საჯარო სკოლის დირექტორებს? ვის იხელით იდგმება დევნის სცენარები116–ესაჯარო სკოლის მოქმედი დირექტორის – დიმიტრი მეჭურჭლიშვილის წინააღმდეგ? ვისი ხელი ურევია ჩემი, როგორც პედაგოგის, სასაკოლო სივრციდან ჩამოცილების მცდელობაში? ანუ ვინაა განათლების კომისრის თამარ სანიკიძის ჟანდარმი? ეს გახლავთ სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი ალექსანდრე ონოფრიშვილი... ბედის ირონია! კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ნაცმთავრობის დანაშაულებრივ რეჟიმს, დღეს მდევნის მე, ადამიანს, რომელიც ერთადერთი პედაგოგი გახლდით, საჯაროდ რომ მოვუწოდებდი პედაგოგებს- დამდგარიყვნენ "ქართული ოცნების" მხარეს, რომ დაეძლიათ შიში და უარი ეთქვათ უსამართლო პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დარჩენისთვის. "ქართულმა ოცნებამ" რომ იმედები გაგვიცრუა პედაგოგებს, ეს რეალობაა და ვერ გავექცევით, მაგრამ როდესაც ნაცების დროიდან გაქსუებული მაღალჩინოსნები თქვენ მხარდამჭერებს დევნიან... ეს სწორედაც იმედგაცრუების პიკი და ოცნების მსხვრევაა.
მინისტრ სანიკიძისა და მისი დამქაშების სიბინძურეებზე დოკუმენტები არსებობს და არაერთხელ გამოვაქვეყნე, ახლა ამ წერილში მათი "კოპირება" დიდ დროსა და მოცულობას მოითხოვს. ამიტომ დაწყებული მიმართულებით განვაგრძობ თქვენთან მონოლოგს:
იქნებ ამიხსნას ვინმემ, რატომ ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტს ალექსანდრე ონოფრიშვილი,რომელიც იყო ფინანსური პოლიციის თბილისის მესამე განყოფილების უფროსი მაშინ, როდესაც დავით კეზერაშვილი მისი უშუალო ხელმძღვანელი გახლდათ. განა ამ ხელისუფლებამ განსაკუთრებით საშიშ ბრალდებულად არ გამოაცხადა კეზერაშვილი? მას ხომ ბრალი ედება კორუფციაში საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის აღებაში,საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენაში და ა.შ. და ან ფონზე არაფერს არ ნიშნავს ის ფაქტი, რომ კეზერაშვილის უშუალომოხელეონოფრიშვილი ამდენიხანიაგანათლებისსამინისტროშითბილადაამოკალათებულიდამისფუნქციასმხოლოდ "შავი" საქმეებისშეკერვის ორგანიზება წარმოადგენს? განა ვინმე იტყვის რომ კეზერაშვილის მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება მაშინდელი დანაშაულებრივი სისტემის გამორჩეულად დანაშაულებრივი რგოლი იყო და მაინც ამ რგოლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ონოფრიშვილი აღოჩნდა სუფთა და უდანაშაულო?
ახლაც კი, ამწუთებშიც, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ და მცირე იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ ვადაში თქვენ მას კითხულობდეთ. სანიკიძის დავალებით ონოფრიშვილი იმაზეა გადართული, როგორ შეაკოწიწოს მორიგი ბინძური ტყუილი დიმიტრი მეჭურჭლიშვილის წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ ყალბი დარღვევების აღმოჩენის საფუძველზეც შეძლონ მისი გათავისუფლება. თუ ეს გამოუვათ (მაგრამ დიდი ალბათობით ვერ გამოუვათ, რადგან ამას სკოლაში დაუყოვნებლივ უმართავი პროცესის დაწყება მოყვება),ახალი დირექტორის მეშვეობით ჯერ ჩემი, ხოლო შემდეგ დანარჩენი 116–ელების სკოლიდან გაშვებასაც შეეცდებიან. აი, მოძველებული, ძველი ხელისუფლებიდან შემორჩენილი კლასიკური დევნის მაგალითი.
ონოფრიშვილმა ჯერ აუდიტის სამსახურში შეათხზვევინა ყალბი წერილი მეჭურჭლიშვილის წინააღმდეგ, რომ თითქოს ვიღაცამ დირექტორის ფინანსური საქმიანობის შესწავლა მოითხოვა. შემდეგ კი დირექტორისადმი გამოგზავნილი დოკუმენტითვე, შეიძლება ითქვას აღიარა, რომესწერილიმართლაც ყალბია, მაგრამ სიყალბის მიუხედავად მას აქვს ინტერესი სკოლის ფინანსური შემოწმებისა. აი, სადამდე მიდის კეზერაშვილის დროს გახრწნილიამპიროვნების ბოროტება და როგორავლენსიგიამჟამადამსიბინძურეს?
იცით, თუარა, რომონოფრიშვილმა უფლებამოსილებასიურიდიულასპექტშიცგადაამეტა, როდესაცშესაბამისინორმატიულიაქტისდარღვევითისიყოსაჯარო სკოლების დირექტორთა საკონკურსო კომისიის წევრი. ესკიდევ დამატებითი ფაქტიამისითანამდებობრივ პასუხისმგებლობას რომ წარმოშობს.
ონოფრიშვილის ხელქვეშ მყოფ დეპარტამენტს უკავშირდება ერთი უპრეცედენტო ისტორიაც. როდესაც ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა დავით გულეზიანმა გააპროტესტა სამინისტროს თანამშრომელთა "უპრაგონო" პრემირების წესი და მასზე გაცემული პრემია პროტესტის ნიშნად უკანვე დააბრუნა. თან ეს ნაბიჯი გადადგა იმ დროს, როდესაც შვილის ავადმყოფობის გამო ბანკიდან კრედიტი ჰქონდა აღებული. მე სხვა ასეთი მაგალითი არ მახსენდება! და როგორ მოექცა მას მინისტრი? მადლობის სანაცვლოდ ეს კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნეპოტიზმისა და სიყალბის გამოხატულება გახლავთ ასევე იგივე დეპარტამენტის თანამშრომელთა (ხვედელიძე, პაპუაშვილი) "შეკერილი" საქმით უკანონოდ გათავისუფლება. ნამდვილად არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას: ხსნებული საქმის უკანონობა სასამართლომ დაამტკიცა და გათავისუფლებულთა აღდგენის გადაწყვეტილებაც მიიღო...
ბატონო ბიძინა, ამ ყველაფრის მერე,რაუნდაონოფრიშვილსთქვენ მოყვანილ მთავრობაში, თამარ სანიკიძის მარჯვენა ხელად? მე აღარ შევუდგები ამ ჟანდარმის "ოცნებამდელი" პრეისტორიის დეტალურ კვლევას, მაგრამ იქნებ თქვენ გამოაკვლევინოთ, რა საქმიანობით იყო დაკავებული და როგორი გზებით ებრძოდა თქვენ გუნდს ონოფრიშვილი იმ დროს, როდესაც მე საჯაროდ ვაკეთებდი თქვენ მხარდამჭერ განცხადებებს? ვფიქრობ, თქვენი ინიცირებული ფილმის ეპიზოდაც გამოდგება.
არ დაინტერესებულხართ ან ეს თამარ სანიკიძე საიდან გაჩნდა სამინისტროს ხელმძღვანელ პოსტზე? რასაერთოჰქონდამასთქვენპოლიტიკურმოძრაობასთან? არაფერი...განათლების სამინისტროში ის მარგველაშვილმა გამოაყოლა ხელს უნივერსიტეტიდან (რომელიც ცნობილია, როგორც "თავისუფლების ინსტიტუტის" შექმნილი სასწავლო კერა)დადატოვათავისკადრად. შემდეგ კი როდესაც თანამდებობრივი საფრთხე იგრძნო, უცებ განუდგა თავის პროტეჟე პრეზიდენტს. ან თქვენი გუნდისთვის არის საიმედოა ასეთი ადამიანი?
ალექსანდრე ონოფრიშვილი ჩემსა და მეჭურჭლიშვილის წინააღმდეგ, სწორედ სანიკიძის ბინძური იარაღია. კეზერაშვილის "სკოლა გავლილს" თუ დაეყრდნობოდა! და რატომ ვიდევნები?იმიტომ, რომ ვასრულებ ადამიანურ ვალდებულებას:ვამხილებ და ვაკრიტიკებ მის უაზროდა და მანგრეველ პოლიტიკას; იმიტომ,რომვ ასაჯაროებ სამინისტროს მაღალჩინოსანთა ფინანსურ უხვ მადას, მათნეპოტიზმს, პირადი ინტერესებით დანიშნულ დირექტორებს, და რაც მთავარია, იმიტომ, რომ მოვითხოვ ღირსეულ ანაზღაურებას მასწავლებლებისთვის. აი, ამიტომ მებრძვის ერთ კონკრეტულ სკოლას და ერთ პედაგოგს ამხელა ბიუროკრატიულიმ ანქანა. და გვებრძვის უკვე ერთ წელზე მეტია. ასეთი დაბალანაზღაურებადიპ ირობების გამო გაუსაძლის ყოფას, კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის სანიკიძის "ეგზეკუციებით" გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხი. სკოლაში ვერაფერ დარღვევასპ ოულობენ, მაგრამ პედაგოგებზე, მოსწავლეებზე ხომ მოქმედებს ეს ზეწოლა?!
ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხეს ფსიქოლოგიური გატეხვა და არც არასდროს გამოუვათ. ვერც მიზანს აისრულებენ, მაგრამ, რომც აისრულონ, დირექტორის ჩანაცვლებაც რომ მოხერხონ, მერე რა? პედაგოგობის ჩამოშორების მერე ენას გადავყლაპავ და მარჯვენა მომტყდება?თავად რა დივიდენდებს მიიღებენ უარესი სახელგატეხვისა და უმართავი საპროტესტო გამოსვლების მეტს? რა ჰგონიათ მას და მის დამქაშებს, სულ პოსტებსა და სულ სამინისტროს შენობაში იქნებიან თავშეფარებული?! ჩემი გულშემატკივრების, ჩემი აღზრდილების მხოლოდ რაოდენობის გახსენებაც კი საკმარისი იქნება მან და მისმა დამქაშებმა რომ ცხვირიც ვერ გამოყონ სახლიდან გარეთ? ასე უნდათ დარჩენილი სიცოცხლის გატარება? კი, ბატონო, თუ უნდათ მათი ნებაა...
მაგრამ ზემონახსენებ თქვენდამი ჩაბღაუჭებულ იმედს დავუბრუნდები: ეს გახლავთ, თქვენი არაერთგზის ნათქვამი, რომ არათუ სამოქალაქო საზოგადოების, არამედ რიგითი მოქალაქის აზრსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, და აი, ბატონო მე პედაგოგიური საზოგადოების აზრსაც გამოვხატავ, კონკრეტული სკოლისასაც და ერთი მოქალაქე და ერთი პედაგოგიც ხომ თავადვე გახლავართ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენი "გასრესვა", მაგრამ თავად ფაქტი, რომ უზარმაზარი ბოროტების მანქანა სანიკიძის ბრძანებით და ონოფრიშვილის მთავარსარდლობით თავისი უზარმაზარივე რესურსით ებრძვის ერთ დირექტორს და ერთ პედაგოგს, არ გაფიქრებინებთ ზომების მიღებას?
ონოფრიშვილისნაირების მოშორება უნდა ურჩიოთ ან მოთხოვოთ მთავრობას, ერთი იმიტომ, რომ ასეთები ხალხს განაწყობენ მტრულად და მეორე იმიტომ, რომ სასკოლო საზოგადოებაში დესტაბილიზაციის დაჩქარებას უწყობენ ხელს.
რაღა თქმა უნდა, დანარჩენი თქვენზეა.
დავით ფერაძე.
116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი