თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც კალანდაძის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდას ითვალისწინებდა.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ამ შემთხვევაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მან გაითვალისწინა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ კაპანაძის დახასიათება, რომელიც გიორგი კალანდაძეს დადებითად ახასიათებს.
შეგახსენებთ, რომ გენშტაბის უფროსი გიორგი კლანდაძე უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში და ის გირაოს სახით 20 000 ლარის გადახდის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს.