"მრავალეროვნულ საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ" "ივერიონის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. კოალიციის პრეზიდენტის, რევაზ გოგიძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სტალინის სახლ-მუზეუმიდან დაკარგულია ესპონატების დიდი ნაწილი, რაც აუცილებლად უნდა გახდეს მოკვლევის საგანი.
"მრავალეროვნულ საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია", რომლის შემადგენლობაშია 100 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო პლატფორმა, შემოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან წინადადებით, შეიქმნას საზოგადოებრივი სარევიზიო ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომელიც სტალინის სახლ-მუზეუმში, გორში, ჩაატარებს ექსპონატების აღწერა-შემოწმებას და შეადგენს დარჩენილი ნივთების ნუსხას",- აცხადებს გოგიძე.
კოალიციის წევრებმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. საკითხი ეხება მოლდავეთში დაკავებულ ორ აქტივისტს:
"100 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო პლატფორმა, ემხრობა პასეს 20 დეპუტატის (მათ შორის: პასეს მონიტორინგის კომისიის ტავმჯდომარეს, ავსტრიელის, სტეფან შენახის, პასეს წარმომადგენელის, დეპუტატ-სოციალისტის ანდრეას გროსის, "გაერთიანება ევროპის მემარცხენეების", დეპუტატის ნიდერლანდებიდან ტინი კოკსის) განცხადებას და ითხოვს მოლდავეთის ხელისუფლებისაგან აქტივისტები-ანტიფაშისტები პავლე გრიგორჩუკი და მიხეილი ამერბერგი ციხიდან გაანთავისუფლოს. დაუშვებელია მოქალაქე აქტივისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა პოლიტიკური მოტივებით. მიუღებელია დემოკრატიის პირობებში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რომლების დაკავება მოხდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებების გარეშე.
წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველოში სასამართლოს ქმედებების გაუმჭვირვალეობის გამო, ციხეში იჯდა უამრავი პოლიტპატიმარი. ეს მოქმედებები სახელმწიფოს მხრიდან იყო ზეწოლისა და დაშინების მეთოდები ოპოზიციასთან მიმართებაში. მოლდოვის ახალამორჩეულმა მთავრობამ კარგად უნდა გაითვითცნობიეროს ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რომელიც მან აიღო საკუთარ თავზე ევროპის საბჭოში შესვლისას. დაკავებული აქტივისტების განთავისუფლებით ის დაამტკიცებს, რომ მართლა ადგას დემოკრატიისა და პროგრესული განვითარების გზას"-განაცხადა რევაზ გოგიძემ.