ივერიონი / გიორგი კანდელაკი: საქართველოს თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

გიორგი კანდელაკი: საქართველოს თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

"ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს ფორმალური, მაგრამ პრემიერი ამ სიცრუეს პასუხს გასცემდა და იტყოდა, რომ აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, როდესაც ის რუსეთმა დაიპყრო," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კანდელაკი კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებას და მასზე ღარიბაშვილის რეაქციას.
როგორც კანდელაკი აღნიშნავს, საქართველოს მოძულე კონსტანტინე კოსაჩოვის თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იმიტომ არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, რომ თავის დროზე სტალინმა ისინი რუსეთს აჩუქა.
კანდელაკის თქმით, ამ განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა.
"მიუნხენის კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელი პრემიერ-მინისტრი."


9-02-2015, 15:39
უკან დაბრუნება