იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი სოსანაშვილის საქმის შესწავლა მისმა ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ დაიწყო. რამდენიმეტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, დნმ-ის ანალიზთან ერთად სატელეფონო ზარია, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ გიორგი სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავასთან განახორციელა. სულ კი საგამოძიებო ორგანო ამ დროისთვის სოსანაშვილის ტელეფონიდან განხორციელებულ 30 სატელეფონო ზარს იკვლევს.
ის რომ ფირცხალავა და სოსანაშვილი ერთმანეთს იცნობდნენ არავინ უარყოფს, თუმცა ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი მეგობრები არ ყოფილან. ამ სატელეფო ზარის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ადვოკატს გარკვეულ ეჭვებს უჩენს. ის არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირება ხელოვნურად ხდებოდეს.
სოსანაშვილის მიერ განხორციელებული ზარის მიუხედავად ირაკლი ფირცხალავას საქმეში მონაწილეობა გაგი მოსიაშვილისთვის ჯერ დადასტურებული არ არის. დაკავებული პოლიციელის ოპერატიული გამოცდილებიდან გამომდინარე კი მას მიაჩნია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის დანაშაულთან კავშირში მყოფ პირებთან არ დარეკავდა
იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში დადანაშაულებული პოლიციელის დამცველი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის ბევრი საეჭვო გარემოებაა.
ერთ-ერთ საეჭვო გარემოებად რჩება პროკურატურის ინფორმაცია, რომლის თანახმადას მკვლელობის დღეს სასაფლაოზე გია სოსანაშვილი ადგილობრივებმა ნახეს, ინფორმაცია დღეს "კურიერმა" გადაამოწმა თუმცა ადგილობრივებმა მსგავსი ფაქტი არ დაადასტურეს.
ადვოკატი ირმა ჭკადუა შიშობს, რომ გია სოსანაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ჭკადუას განცხადებით სოსანაშვილი მთავარი მოქმედი პირია და შეიძლება მისი მოშორება სცადონ.