ივერიონი / ირმა ინაშვილი: დასავლური ღირებულებების მატარებელი იყავით და ამიტომ გყავდათ ზონდერები!

ირმა ინაშვილი: დასავლური ღირებულებების მატარებელი იყავით და ამიტომ გყავდათ ზონდერები!

დასავლური ღირებულებების მატარებელი იყავით და ამიტომ ხოცავდით ადამიანებს ქუჩაში! ჟურნალისტი ირმა ინაშვილი facebook-ის საჯუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობას" მიმართავს.


"იმდენს ლაპარაკობენ "ნაცისტები" და მათი ექსპერტ- " ფეისები" პრორუსულ ძალებზე, რომ... მგონი, თავად ვერ ხვდებიან, რა ტკბილად და ჰარმონიულად ჩაწვნენ ამ მანიაკალურ ფობიაში და როგორ "ჰკიდია" მაყურებლის 90%-ს მათი ე.წ. მსოფლმხედველობა. დასავლური ღირებულებების მატარებლები იყავით და ამიტომ ხოცავდით ადამიანებს ქუჩაში! ამიტომ არბევდით მშვიდობიან აქციებს! ამიტომ გყავდათ ზონდერები! ამიტომ , ამიტომ და ამიტომ... ახლა ახალი ფორმულა მოუფიქრეს ლობისტებმა,- ვინც ამბობს, რომ ქართული ძალაა, ის რუსული ძალააო... ვაი, თქვენს პატრონს, მართლა..."- წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

10-02-2015, 11:01
უკან დაბრუნება