ივერიონი / ეკა ბესელია: საკომიტეტო სხდომებს სახალხო დამცელი დაესწრება

ეკა ბესელია: საკომიტეტო სხდომებს სახალხო დამცელი დაესწრება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოისმენენ ინფორმაციას, თუ როგორ სრულდება სახელმწიფო უწყებებში სახალხო დამცველის რეკომენდაციები. სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ანგარიშის განხილვაა დაგეგმილი.

 

ცნობილია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულია 2013 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ორგანოებში. მოსმენები 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

"ყველა ამ საკომიტეტო სხდომას დაესწრება სახალხო დამცველი. დაგეგმილია 10-17 თებერვალს სხვადასხვა უწყების მიერ ანგარიშის და რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და გაანალიზებული იქნება ამ რეკომენდაციების შესრულების ვითარება," - აცხადებს ბესელია.

10-02-2015, 11:12
უკან დაბრუნება