ივერიონი / გოგლა ჟვანია: ჩემი ძმის გარდაცვალების ადგილზე არატრადიცული სექსუალური აქტის ინსცენირება მოხდა

გოგლა ჟვანია: ჩემი ძმის გარდაცვალების ადგილზე არატრადიცული სექსუალური აქტის ინსცენირება მოხდა

გოგლა ჟვანია ამბობს, რომ ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ადგილზე  მათ შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს.

ამის შესახებ მან განცხადება ტოქშოუ "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას  გააკეთა. 

ის გადაცემაში დაუგეგმავად მას შემდეგ ჩაერთო, რაც "არჩევანში" FBI-ის  ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი გახმაურდა, რომელიც აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა. 

მან თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გარდაცვალების ადგილას მართლაც არატრადიციული სექსუალური აქტის სცენა დახვდათ და აღნიშნავს, რომ  საზოგადოებამ ამის შესახებ იცის და დღეს გადაცემაში გახმაურებულ ინფორმაციაში ახალი არაფერი ყოფილა.

თუმცა, მისივე  თქმით, ეს სცენა დადგმული იყო, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, საზოგადოებას ეს ვარიანტი დაეჯერებინა.

   

 

11-02-2015, 12:42
უკან დაბრუნება