ივერიონი / კითხვები რომელიც გოგლა ჟვანიას არასოდეს გასჩენია

კითხვები რომელიც გოგლა ჟვანიას არასოდეს გასჩენია

ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, გოგლა ჟვანიამ თავისი ძმის საქმის ყველა დეტალი იცოდა-ამის შესახებ ზოდელავამ გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას გააკეთა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ადამიანურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარკვეული ნაწილის გასაიდუმლოების შესახებ. თუმცა უჭირს თქვას, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად.

"გოგლა ჟვანია ფაქტობრივად მედროშე იყო ამ მოვლენების. ეს მისი არჩევანია. ის ესწრებოდა ჩაჩუას მიერ განხორციელებულ პროცედურას. მაშინ არ გასჩენია კითხვები. მას დაცვის ბიჭების მიმართ არ ჰქონია კითხვები. მას ეს ყველაფერი არ აწუხებს. ამიტომ ეს ადამიანი და მისი შეფასებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის," - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

 

11-02-2015, 13:00
უკან დაბრუნება