ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.
"არანაირი ინფორმაცია რაიმე დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. რაც შეეხება თავად მინდია ჯანელიძეს, ის ძალიან აქტიურად შეუდგა ამ თანამდებობაზე მუშაობას და ძალიან წარმატებით ართმევს თავს", - განუცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, დავით ბაქრაძე უკრაინის თემაზე მინსკში დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა.
"ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭრეთ საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას. საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია საერთაშორიოსო საზოგადოების პოზიციებთან. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესებს და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ფორუმები შედეგად მოიტანს საკითხის მშვიდობიან მოგვარებას", - აღნიშნა ბაქრაძემ.