პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
"ყურადღებით უნდა ვუსმენდეთ საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს, მაგრამ საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ საკუთარი პასუხისმგებლობით და უნდა დავასაბუთოთო ეს გადაწყვეტილება და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საქმე ეხება ვინმეს დანიშვნას ან დაწინაურებას, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო კრიტიკის ობიექტი. ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ეს უნდა იყოს დამაჯერებელი. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გავიზაროთ რომ თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ", - განაცხადა უსუფაშვილმა.