ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და  ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარის ჯოზეფ დულს შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა.


მიხეილ სააკაშვილი  ჯოზეფ დულს ბრიუსელში ევროპარლამენტის სამიტზე შეხვდა.  პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მმიხედვით,  მათ ასევე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების საკითხები განიხილეს.გარდა ამისა, საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც შეეხო. როგორც სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.


ჯოზეფ დულთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ არჩევნებისა და ხელისუფლების გადაბარების პროცესში დემოკრატიის თვალსაზრისით მიაღწია.


მისი თქმით, საქართველოს პროგრესი ახალი მთავრობის ინტერესებსაც უნდა შეესაბამებოდეს, რადგან ეს მიღწევა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას დააჩქარებს. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. პრეზიდნტმა ყველას მოუწოდა,  გამოიყენონ მთავრობის გადაბარების დემოკრატიული პროცესი, რადგან ეს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის დამატებითი სტიმულია და შესაბამისად, აისახება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. პრეზიდენტის თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველას ინტერესია და ახლა, როგორც არასდროს, ინტენსიური მუშაობაა საჭირო.

14-11-2012, 10:40
უკან დაბრუნება