მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და მერია გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს"- განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.