აშშ-ს ყველაზე რეალური კონკურენტი, მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი სახელმწიფო _ ჩინეთი თავდაცვით ბიუჯეტს ზრდის. ეს უპირველესად, განპირობებულია ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. არ არის გამორიცხული, ჩინეთი ომისთვის ემზადებოდეს.
მსოფლიოს ერთ-ერთი კომუნისტური ქვეყანა თავის თავდაცვით დოქტრინას აძლიერებს და ამჟამად სტრატეგიული რაკეტების მისაღებად ემზადება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩინეთი საკუთარ ავიამზიდებსაც აგებს.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, მდგომარეობა ძალიან საგანგაშოა და იგი გასული საუკუნის 80-იან წლებს გვაგონებს, როცა გამალებულ შეიარაღებაში ორი სუპერსახელმწიფო _ აშშ და საბჭოთა კავშირი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თუმცა ჩინეთმა, შეიძლება ითქვას, დააგვიანა კიდეც, რადგან სიტუაცია ფრიად ფეთქებადსაშიშია და ნატოს დაჯგუფებებმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაარტყას ისლამურ რესპუბლიკას.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ ჩინეთის ეკონომიკურ სასწაულზე, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ეს მითი საბოლოოდ დაანგრია. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეფორმა არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და იგი კომუნისტური წყობის ერთადერთი გადმონაშთია.
ორმუზის სრუტესთან თავმოყრილი ნატოს დაჯგუფებების გათვალისწინებით, რომლებიც ომის სამზადისში არიან, არ არის გამორიცხული, საბედისწერო ომში ჩინეთიც აღმოჩნდეს ჩათრეული!